ჰერკოლუბუსი ანუ წითელი პლანეტა
წიგნი კაცობრიობისთვის
უფასო წიგნი

რასაც ამ წიგნში ვამტკიცებ, წინასწარმეტყველებაა, რომელიც ძალიან მალე ახდება, რადგან პლანეტის აღსასრულში დარწმუნებული ვარ; მე ეს ვიცი. არ გაშინებთ, არამედ გაფრთხილებთ, რადგან გული შემტკივა საწყალობელი კაცობ-რიობის ბედზე. ეს მოვლენები უკვე მალე განვითარდება და აღარ შეიძლება ილუზორულ საგნებზე დროის კარგვა. - ვ.მ. რაბოლუ

მსოფლიოს ყველა კუთხეში შეგვიძლია, ვიპოვოთ ტრადიციები და წინასწარმეტყველური მონათხრობები სამყაროს აღსასრულის შესახებ, რომელთაგანაც ყველა ერთმანეთს ჰგავს.

ამ პროგნოზების უმეტესობა გვაფრთხილებს დიდი კატასტროფების შესახებ დედამიწაზე, როგორიცაა პოლუსის გარდაუვალი გადანაცვლება, მყინვარული ქუდების შემდგომი დნობა და ხმელეთის უზარმაზარი ტერიტორიების გაქრობა ძლიერი მიწისძვრებისა და ცუნამის შედეგად.

არსებობს უთვალავი წინასწარმეტყველება, რომლებსაც რაღაც საერთო აქვთ: ისინი კონკრეტულად საუბრობს უზარმაზარი პლანეტის მოახლოებაზე, რომელიც პერიოდულად გვიახლოვდება. წარსულში ეს პლანეტა ჩვენს მზის სისტემას აღწევდა, რათა ისეთი კატაკლიზმები გამოეწვია, რომლებმაც ლემურიასა და ატლანტიდის ცივილიზაციები გაანადგურა. ახლა ის იმისთვის მოვიდოდა, რომ ბოლო მოეღო ჩვენი ამჟამინდელი ცივილიზაციისთვის და ამ გზით ბიძგს მისცემდა ახალი ეპოქის აღმოცენებას.

ის აღიარებულია მრავალ ტრადიციაში, წინასწარმეტყველებასა და წმინდა წიგნში სხვადასხვა სახელით, როგორიცაა: ბაალი, ცივი პლანეტა, წითელი პლანეტა, აბზინდა, აჰენჰო, ჰერკოლუბუსი, ბარნარდ I და მრავალი სხვა. ასეთი პლანეტა უკვე ხილვადი იქნებოდა ტელესკოპებით და მისი ზომა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება იუპიტერისას.

სიცოცხლის წასვლა-მოსვლასთან ერთად, ყველაფერი ან თავის დასაწყისს, ან თავის დასასრულს უბრუნდება. ამრიგად, ჰერკოლუბუსთან ჩვენი წინა შეჯახების დროს მან ბოლო მოუღო ატლანტიდის ცივილიზაციას. ეს ფაქტები სათანადოდაა გადმოცემული სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ყოველ „საყოველთაო წარღვნაში.“

ამ კოსმოსურ ფენომენზე ბევრ ადამიანს უსაუბრია. ერთ-ერთი მათგანი იყო ვ.მ. რაბოლუ, რომელმაც შეისწავლა ამ პლანეტის მოახლოება გაღვიძებული ცნობიერების შესაძლებლობების გამოყენებით, რომლებმაც საშუალება მისცა მას, ეს ციური სხეული გამოეკვლია. საკუთარ ნაშრომში სახელად „ჰერკოლუბუსი ანუ წითელი პლანეტა“, რომელიც ასოციაცია ალციონის მიერ მსოფლიოს მასშტაბით უფასოდ იგზავნება, ის წერს:

„როცა ჰერკოლუბუსი დედამიწას მიუახლოვდება და მზესთან ერთ ხაზზე განლაგდება, მთელ პლანეტაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების გავრცელება დაიწყება. არც ექიმებს, არც ოფიციალურ მეცნიერებას არ ეცოდინება, რა სახის დაავადებებია ეს ან როგორ უნდა განიკურნოს. ეპიდემიების წინაშე ისინი უძლური იქნებიან.“

„დადგება ტრაგედიებისა და წყვდიადის ჟამი: ბიძგები, მიწისძვრები და მოქცევითი ტალღები. ადამიანები ფსიქიკურად გაუწონასწორებლები გახდებიან, რადგან ვერც კვებას შეძლებენ, ვერც ძილს. საფრთხის წინაშე ისინი, სრულიად შეშლილნი, თავს მასობრივად უფსკრულში გადააგდებენ.“

ვ.მ. რაბოლუ

ვ.მ. რაბოლუმ, ეზოტერიზმის დიდმა კოლუმბიურმა მკვლევარმა, ხმა აღიმაღლა, რომ კაცობრიობა იმ საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა. ის მიუთითებს, რომ ამას, ფაქტობრივად, შეუძლია, ბოლო მოუღოს ჩვენს ცივილიზაციასა და კულტურას. საკუთარ წიგნში ის ასწავლის მეთოდს ჩვენი ფსიქოლოგიური დეფექტების გასაცამტვერებლად და ტექნიკებს ასტრალური პროექციისთვის, როგორც ერთადერთ ფორმულებს მოახლოებული კატაკლიზმებისგან თავის დასაღწევად.

ვ.მ. რაბოლუ აჯამებს საკუთარ ნაშრომს სიტყვებით:

„ძვირფასო მკითხველო: ძალიან გარკვევით ვსაუბრობ, რათა მიხვდე, რომ სერიოზული მუშაობის დაწყება გჭირდება. ვინც კი მუშაობს, საფრთხეს გადაურჩება. ეს იმისთვის კი არაა, რომ თეორიები გამოიგონო ან დისკუსიები მართო, არამედ – გამოსცადო ნამდვილი სწავლება, რომელსაც ამ წიგნში ვიძლევი. სხვა ვერავითარ გზას ვერ მივმართავთ.“

ასოციაცია ალციონი

არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია აგენტ-თანამშრომლად ნაშრომის „ჰერკოლუბუსი ანუ წითელი პლანეტა“ გავრცელებასა და განაწილებაში.

ავტორი: Joaquín Amórtegui Valbuena (V.M. Rabolú)
გამომცემელი: Ángel Prats

ასოციაცია ალციონი რეგისტრირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ასოციაციების ეროვნულ რეესტრში, ჯგუფი 1, სექცია 1, ეროვნული ნომრით 588698, და აქვს სათაო ოფისი ქალაქ ბურგოსში, PO Box 4, 09080 ბურგოსი (ესპანეთი).

ავტორის შესახებ

V.M. Rabolu (1926 – 2000)
ვ.მ. რაბოლუ (1926 – 2000)

ვ.მ. რაბოლუ (1926 – 2000) დაიბადა ტოლიმაში (კოლუმბია). 1952 წელს მან ჭეშმარიტი ცოდნა აღმოაჩინა და ხანგრძლივი ეზოტერიკული პრაქტიკით არაჩვეულებრივი შესაძლებლობები შეიძინა, რომლებმაც საბოლოოდ მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილ სულიერ წინამძღვრად ჩამოაყალიბა ის.

მან იცოდა, როგორი მომავალი გველის და საკუთარი თავი იმას მიუძღვნა, რომ კაცობრიობისთვის სულიერი განახლებისთვის საჭირო ფორმულები ესწავლებინა. ამრიგად, 70-იანი წლებიდან მან მუდამ ალტრუისტულად და უანგაროდ დაიწყო დაუღალავი შრომა, საჯაროდ ესწავლებინა ჭეშმარიტი სიბრძნე ლექციების, კურსებისა და კონგრესების მეშვეობით საერთაშორისო დონეზე.

1998 წელს მან „ჰერკოლუბუსი ანუ წითელი პლანეტა“ დაწერა. საკუთარ უშუალო და შეგნებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვ.მ. რაბოლუ აღწერს საშინელ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე მოკლე ვადებში მოხდება და ხსნის გზას, რომელსაც ადამიანურ მოდგმას შეუძლია, გაჰყვეს ძირეული გარდაქმნის მისაღწევად. დღესდღეობით, მის ნაშრომში მოცემული განცხადებები აღიარებულია უამრავი მკითხველის მიერ, რომლებმაც მისი სწავლებით 80-ზე მეტ ქვეყანაში ისარგებლეს.

„შიშის დანერგვა კი არ მსურს; მე ვარ ადამიანი, რომელიც გაფრთხილებთ, თუ რა მოდის და რა მოხდება.“

ვ.მ. რაბოლუ

ვ.მ. რაბოლუ ერთ-ერთი იყო იმ მწირ ადამიანთაგან, რომლებსაც გაღვიძებული ცნობიერება აქვთ. მისი სწავლება არსებითია ამ დროს, როცა მატერიალიზმი და ღირებულებების ნაკლებობა თვალსაჩინო ნიშანი გახდა საზოგადოებისა, რომელიც უფრო და უფრო მეტად იკარგება.

მანტრები

ამ სექციაში შეგიძლიათ, მოუსმინოთ, როგორ წარმოთქვამს ვ.მ. რაბოლუ მანტრებს ასტრალური პროექციისთვის, რათა იცოდეთ, სწორად როგორ წარმოთქვათ ისინი.

ფარაონ

ლა რა ს

ითანამშრომლეთ ასოციაცია ალციონთან

ასოციაცია ალციონი კანონიერად დაფუძნებული ორგანიზაციაა. მისი, როგორც არაკომერციული ორგანიზაციის, ყოველი ქმედება ალტრუისტულად სრულდება, რაიმე ტიპის ფინანსური მოგების გარეშე.

ასოციაცია ალციონი მოქმედებს, როგორც ბ-ნი ანჰელ პრატსის, „ჰერკოლუბუსი ანუ წითელი პლანეტა“ წიგნის გამომცემლის, აგენტ-თანამშრომელი; შესაბამისად, მისი ერთადერთი მიზანი ამ წიგნის საერთაშორისო გავრცელება და განაწილებაა. ამ მიზეზის გამო, ასოციაცია ალციონის მთავარი საქმიანობა მდგომარეობს წიგნის უფასო ასლების გავრცელებაში ნებისმიერ ადგილას მსოფლიოს მასშტაბით, რათა ეს ნაშრომი და მისი უნივერსალური გზავნილი განურჩევლად ნებისმიერმა დაინტერესებულმა ადამიანმა მიიღოს.

ამ დრომდე, წიგნის გავრცელების კამპანიამ ასობით ათას მკითხველს მისცა საშუალება, „ჰერკოლუბუსი ანუ წითელი პლანეტა“ წიგნის უფასო ასლი მიეღო. ამჟამად მოთხოვნათა რიცხვი დღითიდღე გამუდმებით იზრდება. ამ დიდი წარმატების გამო, მიზნად დავისახეთ, განვაგრძოთ გავრცელების კამპანია.

შეკვეთების სიმრავლის გამო, ამჟამად წიგნს დაბეჭდილი სახით ან ელექტრონულ ფორმატში ვაგზავნით, ხელმისაწვდომობის მიხედვით.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ნამუშევრის გავრცელებაში შემდეგი ვიდეოს ჩამოტვირთვით და მისი გაგზავნით ელ-ფოსტით მეგობრებსა და ნაცნობებთან.

თუკი ჩვენს ასოციაციასთან დაკავშირება გსურთ, ან თუკი დაინტერესებული ხართ, ითანამშრომლოთ წიგნის გამომცემელთან ვ.მ. რაბოლუს წიგნისა და გზავნილის გავრცელებასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ, ჩვენთან უფრო მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ, ამ მისამართებიდან ნებისმიერზე მოგვწეროთ:

ელ-ფოსტით მისამართზე: [email protected]

ჩვეულებრივი ფოსტით მისამართზე:
Alcyone Association
P.O. Box 4, 09080 Burgos (ესპანეთი)

მოითხოვეთ უფასო წიგნი

თარგმნილია მრავალ ენაზე.
მოითხოვეთ ის წერილის მიწერით მისამართზე: [email protected]
ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა:

შეკვეთის ფორმა

მონაცემები, რომლებიც ვარსკვლავითაა (*) მონიშნული, საჭიროა თქვენი მოთხოვნის სამართავად. ეს ინფორმაცია გროვდება და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ წიგნის შეკვეთის შესასრულებლად.

წიგნის მისაღებად სწორი ელ-ფოსტის მისამართი უნდა შეიყვანოთ.

თქვენი მოთხოვნის დასამუშავებლად, წაიკითხეთ და მონიშნეთ ეს უჯრა.

„გაგზავნა“ ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენ ეთანხმებით მონაცემების დამუშავებას კონფიდენციალურობის პოლიტიკაში წარმოდგენილი პირობებისა და მიზნების შესაბამისად.

Alcyone Association